Loading color scheme

ოპალუბკა „ატლანტი“

თანამედროვე მშენებლობა ძნელი წარმოსადგენია შუშისა და ბეტონის შენობა-ნაგებობების გარეშე, ხოლო თავად სამშენებლო პროცესის წარმართვა შეუძლებელია სპეციალური საყალიბე (ე.წ. ოპალუბკის) აღჭურვილობის გარეშე. საყალიბე აღჭურვილობის დაპროექტება, წარმოება და გამოყენება სერიოზულ საინჟინრო გაანგარიშებასთან არის დაკავშირებული, რადგან მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობას კონსტრუქციის აგებისას და გამოირჩევა საყალიბე სისტემების გამოყენების მრავალფეროვნებით, ასევე განსაკუთრებული მოთხოვნებით, რომლებიც ამ კონსტრუქციებისადმი არის წაყენებული. შპს „ატლანტი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ჩვენთან შესაძლებელია როგორც გადახურვის საყალიბე ელემენტების შეძენა და იჯარით აღება, ასევე აღჭურვილობის სრული კომპლექტის მიწოდება დამკვეთის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. შესაძლებელია ასევე შეიძინოთ დგარები (სამშენებლო დომკრატები), სამფეხა, გვირგვინი „ატლანტი“ (დგარის უნივერსალური ჩანგალი). ყველა პროდუქტი გადის სამრეწველო ცდებს და სახელმწიფო სერტიფიცირებას.

აირჩიეთ საქონლის კატეგორია